ხაშურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა

15/05/2020

ხაშურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა. ქალაქ ხაშურის ცენტრალურ ნაწილში, გზის დაზიანებულ მონაკვეთებზე, ამ ეტაპზე ორმოულების შეკეთება მიმდინარეობს. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების ინფორმაციით,სამუშაოები მუნიციპალიტეტის მასშტაბით, გზის ყველა დაზიანებულ მონაკვეთზეა გათვალისწინებული.
ხაშურში სამუშაოები მაისის ბოლომდე დასრულდება, რის შემდეგაც გზების რეაბილიტაცია სურამის მიმართულებით გაგრძელდება.
გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტს მთლიანად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი აფინანსებს და ჯამში 119 037 ლარს მოიცავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0