ხაშურის მუნიციპალიტეტში უკიდურესი საჭიროების მქონე მოსახლეობისთვის საკვები პროდუქტებით დახმარება კლავაც გრძელდება.
დახმარებისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტების ნაწილის შეძენა მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებისა და თანამშრომლების მიერ გაღებული საქველმოქმედო თანხით განხორციელდა, საქველმოქმედო შემოწირულობა გაიღეს ბიზნესის წარმომადგენლებმაც. პროდუქტების განაწილების პროცესს ხელმძღვანელობენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი და მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური.
ამჯერად, მუნიციპალიტეტის მერია, ქველმოქმედებისთვის განსაკუთრებულ მადლობას უხდის FMG- ჯგუფის ბიზნეს ადმინისტრირების დირეტორს გელა ჩადუნელს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ძალისხმევას არ იშურებს მოსახლეობის კეთილდღეობისთვის.
ხაშურის მუნიციპალიტეტში უკიდურესი საჭიროების მქონე მოსახლეობისთვის საკვები პროდუქტებით დახმარება კლავაც გრძელდება
29/04/2020