ხაშურის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის დახმარების გაწევის პროცესი კვლავაც გრძელდება

14/04/2020

ხაშურის მუნიციპალიტეტში უკიდურესი საჭიროების მქონე მოსახლეობისთვის საკვები პროდუქტებით დახმარების გაწევა კლავაც აქტიურად მიმდინარეობს. დახმარებისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტების ნაწილის შეძენა მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების მიერ გაღებული საქველმოქმედო თანხით განხორციელდა, საქველმოქმედო შეწირულობა გაიღეს ბიზნესის წარმომადგენლებმაც. პროდუქტების განაწილების პროცესში ჩაერთნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი, მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ცერცვაძე და მერიის სხვა წარმომადგენლები. მუნიციპალიტეტის მერია, ქველმოქმედებისთვის მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც ძალისხმევას არ იშურებს მოსახლეობის კეთილდღეობისთვის. მუნიციპალიტეტში მოსახლეობის დახმარების გაწევის პროცესი კვლავაც გრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0