ხაშურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს. მათ შორისაა ქალაქ ხაშურში, ბორჯომის ქუჩაზე, ტურისტული ცენტრის მშენებლობა. სამუშაოები მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 69 356 ლარს შეადგენს. ცენტრის მშენებლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურიზმის განვითარებას მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი ისტორიულ-კულტურული ძეგლი თუ მუზეუმია.
ხაშურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს
02/04/2020