ხაშურის მუნიციპალიტეტში სოციალური სასადილოს მოსარგებლეთათვის საკვების ბინაზე მიწოდების სერვისი გრძელდება

24/03/2020

კორონავირუსის(COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, ხაშურის მუნიციპალიტეტისა და ა(ა)იპ ორგანიზაციების წარმომადგენლები, საფინანსო ორგანიზაციებს აქტიურად ეხმარებიან მომხმარებელთა ნაკადის გაკონტროლებასა და უსაფრთხოების ნორმების დაცვაში. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის მერიისა და შესაბამისი სამსახურების მიერ, ხორციელდება სხვადასხვა ღონისძიებები. დეზინფექცია ჩაუტარდა მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ ყველა სკოლას, საბავშვო ბაღს, სპორტულ დარბაზს, კულტურის სახლს, მუზეუმს, ბიბლიოთეკას და სხვადასხვა ობიექტს. სრულდება საქართველოს მთავრობისა და სათანადო უწყებების მიერ მიღებული რეკომენდაციები, მათ შორის მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია.
გრძელდება ხაშურის მუნიციპალიტეტში სოციალური სასადილოს მოსარგებლეთათვის საკვების ბინაზე მიწოდების სერვისი. სოციალური სასადილოს ის ბენეფიციარები, რომლებიც რისკ-ჯგუფებს განეკუთვნებიან, კერძოდ, შშმ პირები, ხანდაზმულები, და სხვა რისკ-ჯგუფების წარმომადგენლები, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, მათთვის განკუთვნილ ულუფას, ყოველდღიურად სახლში იღებენ. ამ ეტაპზე, ხაშურის ტერიტორიაზე კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირებული არ არის.
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია გისურვებთ ჯანმრთელობას და მოგიწოდებთ მთავრობის მიერ გამოცხადებული საყოველთაო ნორმების დაცვისკენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0