ხაშურის მუნიციპალიტეტში, კრებებზე მოსახლეობამ იმსჯელა პრიორიტეტული საკითხების გადაჭრის შესახებ

03/02/2020

ხაშურის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. დღეს ცოცხნარის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში ცოცხნარაში, ქემფერში, ოძისში, ცივწყაროში, წაბლოვანასა და ცედანში გამართულ სოფლის კრებებს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი, მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი სერგო ლალიაშვილი, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი – ცოცხნარის მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯი გოგალაძე და მერის წარმომადგენელი ცოცხნარის ადმინისტრაციულ ერთეულში ჯოტო ლაბაძე დაესწრნენ.
კრებებზე მოსახლეობამ იმსჯელა პრიორიტეტული საკითხების გადაჭრის შესახებ. სოფელ ცოცხნარასა და ოძისში პირველ პრიორიტეტად წყლის სისტემების მოწესრიგება, სოფელ წაბლოვანაში თვშეყრის ადგილის რეაბილიტაცია, ხოლო სოფლებში: ცივწყაროში, ქემფერსა ცედანში შიდასასოფლო გზების მოწესრიგება დასახელდა. სოფლის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0