ხაშურის მუნიციპალიტეტში, ახალი ბანას მშენებარე ტაძრის ტერიტორიაზე, გალობის უნივერსიტეტის გუნდის კონცერტი ჩატარდა

23/09/2019

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ახალი ბანას მშენებარე ტაძრის ტერიტორიაზე, გალობის უნივერსიტეტის გუნდის კონცერტი ჩატარდა.
ღონისძიება შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ახალი ინიციატივის ფარგლებში გაიმართა, რომელიც გამყოფი ხაზის სოფლებში საზაფხულო კონცერტების სერიას მოიცავს. კონცერტს ესწრებოდნენ: შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუგზარ სამხარაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილი, მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი და საზოგადოების წარმომადგენლები. ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური, მხარდამჭერი – ფონდი „ქართული გალობა“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0