ხაშურის მუნიციპალიტეტში ბიჯნისის წყლის სათავე ნაგებობის მშენებლობა მიმდინარეობს

18/09/2019

სოფელ ბიჯნისში, წყლის სათავე ნაგებობის მშენებლობის მიმდინარეობა შიდა ქართლის რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, მოადგილესთან სიმონ გულედანთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში, გარდა სათავე ნაგებობისა და რეზერვუარისა, მოხდება ქსელის მოწყობაც. სამუშაოების დასრულების შემდეგ სასმელი წყლით 4 სოფელი – ბიჯნისი, ზეკოტა, ურთხვა და სურამის ნაწილი იქნება უზრუნველყოფილი. სამშენებლო სამუშაოებზე თანხა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო და ჯამში, მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0