ხაშურის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

08/08/2019

ხაშურის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს. რუსეთ-საქართველოს ომმა ხაშურის მუნიციპალიტეტიდან სამი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა. მათი საფლავები გვირგვინებით შეამკეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა, მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილმა, მერის თანაშემწე მერაბ ბარბაქაძემ, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა. გვირგვინით შეიმკო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალიც.
ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენის კავალერი -კაპრალი დავით ბლიაძე ქვიშხეთშია დაკრძალული, კაპრალი ზაურ მახარაშვილი, რომელსაც გარდაცვალების შემდეგ მედალი “მხედრული მამაცობისთვის” გადაეცა, მისი მშობლიური სოფლის – ოსიაურის სასაფლაოზე განისვენებს, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენის კავალერმა კაპრალმა გიორგი წიქარიშვილმა კი სამუდამო განსასვენებელი თბილისის ძმათა სასაფლაოზე ჰპოვა. აგვისტოს ომის გმირების სიმამაცე და თავდადება სამაგალითოა თითოეული ჩვენგანისა და მომავალი თაობებისთვის, – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ქვიშხეთსა და ოსიაურში გმირებისთვის პატივის მიგებისას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0