ხაშურის მუნიციპალიტეტში ბიჯნისის წყლის სათავე ნაგებობისა და ქსელის რეაბილიტაციის პროექტი მიმდინარეობს

27/06/2019

ხაშურის მუნიციპალიტეტში ბიჯნისის წყლის სათავე ნაგებობისა და ქსელის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი აქტიურად მიმდინარეობს.

„ უახლოეს პერიოდში 3000-ზე მეტ ბენეფიციარს საყოფაცხოვრებო პირობები მკვეთრად გაუმჯობესდება და წყალმომარაგება 24 საათიანი რეჟიმით ექნება.
პროექტი გარდამავალია. საწყის ეტაპზე გაკეთდება სათავე და რეზერვუარი, შემდეგ კი მოხდება ქსელის მოწყობა. პროექტის განხორციელების შედეგად, დაბა სურამში, იტრიის უბნებსა და მიმდებარე სოფლებში ხარისხიანი წყალმომარაგების მეტად მტკივნეული პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება. “-აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა სოფელ ბიჯნისში წყლის სათავე ნაგებობის, მაგისტრალისა და რეზერვუარის მოწყობის სამუშაოების დათვალიერებისას.

მერთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი და ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი გიორგი პაპიაშვილი. მათი განმარტებით, პროექტი ექსპლუატაციაში 2020 წელს შევა, მიმდინარე წელს კი მოხდება სათავე-ნაგებობის რეაბილიტაცია, რეზერვუარისა და საქლორატოროს მშენებლობა.
პროექტის ჯამური ღირებულება 1248 991 ლარს შეადგენს და ადგილობრივი ბიუჯეტისა და სახელმწიფო სახსრების თანადაფინანსებით ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0