ხაშურის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლაში 2019 წელს სპორტის სფეროში გამორჩეული მოღვაწეობისთვის, ხაშურის სახელით მოასპარეზე წარმატებული სპორტსმენები და მწვრთნელები დააჯილდოვეს. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილმა, მერის პირველმა მოადგილე ზვიად ქურდაძემ და სასპორტო სკოლის ხელმძღვანელმა ივანე ხარაზიშვილმა, მუნიციპალიტეტის სახელით, ფულადი ჯილდოები გადასცეს სპორტსმენებს: ლუკა მაისურაძეს, გიორგი მეხრიშვილს, გიორგი გელაშვილს, გიორგი ნოზაძეს, გიორგი ქვრივიშვილს, ზაური დვალაშვილს, მიშიკო ნოზაძეს, ლევან ქელეხსაშვილს, თამარ პაპუშვილს.
მწვრთნელებს: მალხაზ ნოზაძეს, ზაური ღონღაძეს, ბეგლარ ხარშილაძეს, ბუხუტი ბუხრიკიძეს, ომარ ლომიძეს და ირაკლი ბითაძეს. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მათ დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცეს და მომავალშიც წარმატებები უსურვეს. დაჯილდოების ღონისძიების ორგანიზატორი იყო ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახური.
ხაშურის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლაში, ხაშურის სახელით მოასპარეზე წარმატებული სპორტსმენები და მწვრთნელები დააჯილდოვეს
30/12/2019