საკანონმდებლო ხელისუფლების, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში კვლავაც გრძელდება. ამჯერად, ხცისში, მიწობში, წრომსა და ვაყაში ხაშურის მუნიციპალიტეტის მერთან- გიორგი გურასპაშვილთან ერთად, მოქალაქეებს შეხვდნენ შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანი, საქართველოს პარლამენტის წევრები: სიმონ ნოზაძე, კობა კობალაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილი, მერიისა და საკრებულოს სხვა წარმომადგენლები.
შეხვედრაზე ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. შეხვედრის ფარგლებში შეფასდა უკვე განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებიც. შეხვედრის მონაწილე მოქალაქეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს იმ პროგრამებსა თუ პროექტებზე, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს.
ხცისის მოსახლეობამ წყლის პრობლემის მოგვარება, სოფელ თხილნარამდე მისასვლელი გზის მოწესრიგება, სკოლაში სველი წერტილების მოწყობა და სკოლის ეზოს კეთილმოწყობა ითხოვა, მიწობში გაზიფიცირება, ამბულატორიის მოწყობა და გზების მოწესრიგება დაასახელეს პრიორიტეტებად, წრომში-სარწყავი სისტემის მოწყობა და გაზიფიცირება, სოფელ ვაყაში ყველაზე მნიშვნელოვნად საბავშვო ბაღისა და ამბულატორიის შემოღობვა, სასაფლაომდე მისასვლელი გზების მოწყობა და მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება მიიჩნიეს.
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრები კვლავაც გაგრძელდება.
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში კვლავაც გრძელდება შეხვედრები
26/09/2019