ხაშურის მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საზეიმო შეხვედრით გაიხსნა

17/05/2019

მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, ხაშურის მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, დღეს, 17 მაისს საზეიმო შეხვედრით გაიხსნა. მუზეუმის მმართველი თამაზ ლაცაბიძე დამსწრეთ, მუშაობის მიმართულებებზე, მუზეუმში დაცულ მასალებზე, გამოცემულ ლიტერატურაზე, მიღწევებზე და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. შეხვედრაზე, ასევე აღინიშნა, რომ წარმატებით მიმდინარეობს სოფელ ქვიშხეთში დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია, რაც მნიშვნელოვანი წინსვლაა მუნიციპალიტეტის სამუზეუმო ცხოვრებისთვის და ზოგადად ქვეყნისთვის. უახლოეს პერიოდში კი იგეგმება დაბა სურამში ლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაანონსდა 18 მაისის ღონისძიებებიც, კერძოდ, აქცია „ღამე მუზეუმში“ ფარგლებში, შაბათს, 18 მაისს, 18:00 საათიდან მოეწყობა ფერწერული ტილოების გამოფენა. 18:00 საათზე, მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით გაიმართება კონცერტი, ხოლო შემდეგ, გაიმართება ღონისძიება „ჩემი ფავორიტი სამუზეუმო ექსპონატი.“

Tweet about this on TwitterShare on Facebook0