ხაშურის აგრარული ბაზარი, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციებით საქმიანობას ახორციელებს

07/05/2020

ხაშურის აგრარული ბაზარი, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციებით საქმიანობას ახორციელებს. დადგენილი წესები მკაცრად კონტროლდება. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბაზრის ადმინისტრაცია მომხმარებელთა ნაკადისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას უზრუნველყოფს, პროცესებში აქტიურად არიან ჩართულები ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში, შესაბამისი ნიშნების მითითებით, გაიმიჯნა სავაჭრო ობიექტის შესასვლელი და გასასვლელი. ჩატარდა ტერიტორიის დეზინფექცია. მოვაჭრეები პირბადეებით და ხელთათმანებით საქმიანობენ. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქების ფარგლებში, 27 აპრილიდან საქართველოში ღია ტიპის აგრარულ ბაზრებს სამუშაოს განახლების უფლება მიეცათ. თუმცა, მათი ოპერირებისთვის სავალდებულოა ჯანდაცვის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0