ხაშურისა და ქარელის სასწრაფო დახმარებას ახალი შენობები გადაეცა

05/11/2016

ხაშურისა და ქარელის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ახალი ადმინისტრაციული შენობები გადაეცა. პერსონალის ახალ სამუშაო გარემოს რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი დავით ტორუა პირადად გაეცნო. ხაშურისა და ქარელის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ ფილიალებს ფართი ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა გამოუყო. ახალ შენობებში შიდა რეკონსტრუქციისა და მოსაპირკეთებელი, ელექტროსამონტაჟო, თბოტექნიკური, წყალმომარაგებისა და გარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა რაიონული ფილიალები საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკით სრულად აღჭურვა. ამ დრომდე, ხაშურისა და ქარელის სასწრაფო დახმარების რაიონული ცენტრის თანამშრომლები კერძო შენობის სივრცეში იყო განთავსებული. ადმინისტრაციული შენობები უკვე გადაეცა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გურჯაანის, ყვარლის, თიანეთის, დმანისის, ჩაქვის, ქუთაისის, ტყიბულის, ზესტაფონის, ხარაგაულის, ოზურგეთისა და ქედის რაიონულ ფილიალებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0