ხანძრის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს

19/11/2019

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ეცერის მახლობლად გაჩენილი ტყის ხანძრის ქრობის პროცესში დილიდან დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთო. ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა. მეხანძრე-მაშველები ადგილზე ძლიერი დაკვამლიანების და რთული რელიეფის მიუხედავად, უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. ადგილზე იმყოფებიან სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები დავით ფარცვანია და ნინო ვიბლიანი. ხანძრის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0