ხალიჩების ფეტივალი “რაბათი ” დასრულდა

12/06/2016

ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი „რაბათი“ ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტით დასრულდა. კონცერტის დასრულებამდე ახალციხის ციხის ერთ-ერთ პავილიონში ადგილობრივი, ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო ,რომელის თემატიკაც „შოთა რუსთაველის წელი ჩვენს ქალაქში“ ეძღვნებოდა. ხელოვანების ნამუშევრები კომპეტენტურმა ჟიურმა შეაფასა და სამი გამარჯვებული გამოავლინა. პირველ ადგილზე გულიკო ბერიძე, მეორე ადგილზე თამუნა თამარაძე, ხოლო მესამე ადგილი ლალი კურტანიძემ დაიკავა. ქალაქ ახალციხის მერია გამარჯვებულებს ფულად ჯილდოებს გადასცემს. ღონისძიების ორგანიზატორებმა მადლობა გადაუხადეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს „მადლობა მინდა გადავუხადო ახალციხის მერიას, „ახალციხის ციხეს“ და ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც მხარი დაგვიჭირეს და ამ სამი დღის განმავლობაში ჩვენს გვერდით იყვნენ. მადლობა გულთბილი მასპინძლობისათვის“ -აღნიშნა პროექტის ორგანიზატორმა ირინე კოჟორიძემ. შეგახსენებთ,რომ ხალიჩების ფესტივალი „ „Check In Georgia” -ფარგლებში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. ადგილობრივ დონეზე კი მხარს ახალციხის მერია უჭერდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0