ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი ახალციხეში

10/06/2016

ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში „ახალციხის ციხის“ ზედა და ქვედა ტერიტორიაზე მრავალფეროვანი ხალიჩების ნაწარმის გამოფენა მოეწყო. ფესტივალი საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის ორგანიზებით „Check In Georgia” ფარგლებში იმართება. პროექტში მონაწილეობას 8 ქვეყნა იღებს, ესენია ესპანეთი, ირანი, აზერბაიჯანი, ლატვია, დიდი ბრიტანეთი, ყირგიზეთი, თურქეთი. „მე ძალიან ბედნიერი ვარ , რომ დამპატიჟეს ამ გამოფენაზე, მანამდე არ მქონდა ნანახი ქართული ხალიჩები და ფარდაგები, ახლა მომეცა ამის საშუალება. ახალციხილები და ზოგადად ქართველები ძალიან თბილები და მოსიყვარულეები არიან „- ამბობს ირანელი ხალიჩების დიზაინერი ქარიმ მირზაე.
საინფორმაციო პავილიონში დამთვალიერებლებს შესაძლებლობა აქვს მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია ხალიჩურ ნაწარმზე, გაესაუბრონ ექსპერტებს, ნახონ დოკუმენტური ფილმები და დაათვალიერონ ლიტერატურა სხვადასხვა ხალიჩურ ნაწარმზე, გადაიღონ ოჯახური პორტრეტები ხალიჩის ფონზე. დღესვე „ახალციხის ციხის “ ციტადელზე, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „ხალიჩა, როგორც კულტურული მემკვიდრეობა და მეხსიერება” გაიმართა.
კონფერენცია მოიცავდა ახალ სამეცნიერო კვლევებს. “საკონფერციო დარბაზში თავი მოიყარა ყველა დაინტერესებულმა ადამიანმა. აქ არის ათი ქვეყნის წარმომადგენელი. ძალიან საინტერესო ლექცია ჩატარდა „ -აღნიშნავს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ნინო კუპრავა. ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით პროექტის „Check In Georgia -ს ფარგლებში ტარდება.
ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალის გახსნის პარალელურად, 11 ივნისს, რაბათში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციის ”Art Bridge” ორგანიზებით, Kavkaz Jazz Festival 2016 -ის დასკვნითი გალა კონცერტი გაიმართება. დასწრება უფასოა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0