ჭუბერსა და ნაკრაში საკვები პროდუქტები დარიგდა

19/08/2020

მესტიის მუნიციპალიტეტის ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულში 330 ოჯახს, ხოლო ნაკრაში 120 ოჯახს, კომპანია ნენსკრა ჰიდრომ, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში საკვები პროდუქტები დაურიგა. საკვები პროდუქტი ადგილობრივი თვითმმართველობამ და “წითელმა ჯვარმა“ უკვე დაარიგეს ლენჯერის თემში. მესტიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 10 აგვისტოს დადასტურდა. მაშინ ლენჯერში 17 შემთხვევა გამოვლინდა, რის გამოც მთავრობამ, იმავე დღეს, მუნიციპალიტეტის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. უწყებათაშორისი საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით კი 21 აგვისტოდან მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი გაიხსნება, გარდა დაბა მესტიისა და ლენჯერისა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0