ჭიათურაში ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით პროექტი – „სპელეოტურიზმის განვითარება ზემო იმერეთში ხორციელდება. პროექტს,რომელსაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი გიორგი დვალაშვილი ხელმძღვანელობს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ხვალინდელი დღე“ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში, 20 აგვისტოს საექსპედიციო ჯგუფმა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითის მიმართულებით მოაწყო მორიგი ექსპედიცია. შეფასდა ხრეითისა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი ღირსშესანიშნავი ადგილები: გამორჩეული ბუნებრივი წარმონაქმნის მოქანავე ლოდი-,,ქვაყუნტია“. საინტერესო კარსტული წარმოშობის ტბა, რომელსაც ადგილობრივები ,,ძიგძიგამიწის ტბას“ ეძახიან. აგრეთვე მოხდა მდინარე ბუჯას ხეობაში არსებული მიწისქვეშა დინებაში ,,ქვაჯირკის“ მღვიმის შეფასება.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ზურაბ კუპატაძესთან ერთად ჭიათურის ყველაზე მაღალი მწვერვალის „საწალიკეს“ მთა დაილაშქრა, მწვერვალი რაჭა-იმერეთის საზღვარზე მდებარეობს , რაჭის ქედზე, რომლის სიმაღლე არის 1997 მეტრი ზღვის დონიდან.
ჭიათურის უმაღლესი მწვერვალი ,,საწალიკე“ დაილაშქრა
21/08/2017