ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის, იმერეთის სამხარეო ადმინისტარაციის ერთობლივი ორგანიზებითა და ჩართულობით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ხრეითში გამწვანების აქცია გაიმართა.
აქციის ფარგლებში სოფელ ხრეითში 7 ათასამდე სხვადასხვა ჯიშის ნერგი დაირგო. აქციაში ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან მახათაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი, გამგეობის სხვადასხვა უწყებების, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასესტენტ- პროფესორი, გეოგრაფი გიორგი დვალაშვილი და ადგილობრივი მცხოვრებლები მონაწილეობდნენ.
“მსგავსი აქციების გამართვა მნიშვნელოვანი და აუცილებელია ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის. ყოველთვის მივესალმებით და მხარს დავუჭერთ ანალოგიური ტიპის პროექტების განხორციელებას,” -განაცხადა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან მახათაძემ.
ტყის განახლების პროექტი გრძელდება და იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს.