დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში გაერთიანებული თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე უძღვებოდა. თათბირს მერის მოადგილეები, სამსახურებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა,რომ 2019 წელი წარმატებების მომტანი წელი იყო ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის,რადგან მოსახლეობის ინტერესებზე ორიენტირებული ბევრი პროექტები განხორციელდა და აღებული ტემპი არ უნდა დავარდეს.
„გასულ წელს ჩვენ კარგი ტემპით ვიმუშავეთ და ეს ტემპი არ უნდა დავარდეს.2020 წელს კიდევ მეტი უნდა გავაკეთოთ ჩვენი ქალაქის აღმავლობისა და კეთილდღეობისათვის, რასაც ერთობლივი ძალისხმევით უნდა მივაღწიოთ.“-აღნიშნა გივი მოდებაძემ.
მუნიციპალიტეტის მერმა თათბირის მონაწილეებს მერის ახალი მრჩეველი კახა გუდაძე წარუდგინა.ისაუბრა მუნიციპალიტეტში შექმნილ შპს სატრანსპორტო კომპანიაზე,რომლის ხელმძღვანელად დაინიშნა ზურაბ ცარციძე და აღნიშნა,რომ ტრანსპორტის მოწესრიგების კუთხით ჭიათურაში ბევრი სასიკეთო და მნიშვნელოვანი საქმეები განხორციელდება.
მერმა გააჟღერა ინფორმაცია,რომ უახლოეს პერიოდში ქალაქში არსებული გარე განათების სისტემა ახლით შეიცვლება.
გარე განათებს ბოძები ასევე დამონტაჟდება შუქრუთი-კალაურის და კაცხი-ქვაციხის მიმართულებით.
თათბირზე გივი მოდებაძემ სხვადასხვა სამსახურებისა და მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებისაგან,ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისგან მოისმინა ინფორმაციები თავიანთ ორგანიზაციებში და სოფლებში არსებული მდგომარეობის და დაგეგმილი აქტივობების შესახებ და მათ შესაბამისი დავალებები მისცა.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში გაერთიანებული თათბირი გაიმართა
13/01/2020