ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია საგანგებო რეჟიმში მუშაობს

12/02/2024

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში თათბირი გაიმართა, რომელსაც ქალაქის მერი გივი მოდებაძე უძღვებოდა. თათბირს მერის მოადგილეები, სამსახურების და მუნიციპალური ა(ა)იპ – ების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. თათბირზე მერმა ჭიათურაში განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე და იმ პრობლემებზე ისაუბრა, რაც მეწყერმა შექმნა მუნიციპალიტეტში. შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში მეწყერული ზონა 22 ლოკაციაზე განვითარდა. მეწყერული ზონებიდან 7 ოჯახი უსაფრთხო ადგილასაა გამოსახლებული. გარდა ამისა, ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები გადახადა, რის შედეგადაც, გადახურვას საჭიროებს 10 კორპუსი. სოფლებში სახურავით უზრუნველყოფა ესაჭიროება 52 ოჯახს.

“ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია საგანგებო რეჟიმში მუშაობს,რაც ადგილზე გასვლებს, პრობლემებზე მყისიერ რეაგირებასა და დაზარალებული ოჯახების იდენტიფიცირებას გულისხმობს. გეოლოგების მიერ მიმდინარეობს დამეწყრილი ტერიტორიების შესწავლა.“-განაცხადა გივი მოდებაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0