ჭიათურის მერი ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

22/11/2017

ჭიათურის მერი პაატა ნადირაძე ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. პაატა ნადირაძე თავდაპირველად, მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურების უფროსებთან ერთად, ქუთაისის, აღმაშენებლისა და ფრანგიშვილის ქუჩებზე იმყოფებოდა,სადაც საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ინდ.მეწარმე „შიო გაფრინდაშვილი“ ასრულებს.
დღესვე, ქალაქის მერმა საბჭოსა და იაშვილის ქუჩებზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა. საბჭოს ქუჩაზე, ამ ეტაპზე, ბეტონის საფარი იგება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მშენებელი-21“ ახორციელებს. იაშვილის ქუჩაზე ასფალტის დაგება და სანიაღვრე არხის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოებს ინდ. მეწარმე „შიო გაფრინდაშვილი“ და კომპანია „გლუ ინვესტი ასრულებენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0