ჭიათურის მერი გივი მოდებაძე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგს აგრძელებს. მუნიციპალიტეტის მერმა ამჯერად სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა სოფელ კალაურში, ბერეთისასა და მერევში. გივი მოდებაძე კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა და სამუშაოების შესრულების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ბერეთისაში სანიაღვრე არხისა და ცხაურების მოწყობა ხორციელდება, მერევში საზოგადოებრივი მოსაცდელები შენდება, სოფელ კალაუში კი- სარიტუალო დარბაზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პროექტი ჭიათურის 60-ვე სოფელში განხორციელდება და 1 200 000 ლარი დაიხარჯება.
ჭიათურის მერი გივი მოდებაძე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგს აგრძელებს
15/09/2022