ჭიათურის მაღალმთიან სოფლებში თოვლი მოვიდა

22/04/2016

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში თოვლი მოვიდა. როგორც ჭიათურის გამგებელმა, სულხან მახათაძემ განაცხადა, თოვლის საფარი საგანგაშო არ არის. მისი თქმით, ტემპერატურის ვარდნისა და ყინვის შემთხვევაში შესაძლოა, პრობლემები დაფიქსირდეს.

„მოულოდნელი და წარმოუდგენელი იყო თოვლის მოსვლა, თუმცა მაღალმთიან სოფლებში გუშინ ღამით თოვდა“, – განაცხადა მახათაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0