ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე,,ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ჭიათურაში, ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნენ.
„მოვინახულეთ ჭიათურაში მიმდინარე ძალიან საინტერესო პროექტები. გამორჩეული იერსახე შესძინა და განაახლა ჭიათურის ცენტრალური არეალი პრემიერის მიერ ინიცირებული ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში განხორციელებულმა სამუშაოებმა. მოწესრიგდა, როგორც შენობები, ასევე რეკრეაციული ზონა. მოეწყო საბავშვო სივრცეები, შესაძლებელი გახდა სხვადასხვა აქტივობა. ეს არის იმ გეგმაზომიერი განვითარების შედეგი, რომელიც ჭიათურაში მიმდინარეობს და რომელიც აქტიურად გაგრძელდება“-განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, ქალაქ ჭიათურაში რეაბილიტაცია ჩაუტარდა მრავალსართულიან შენობებს, ქორწინების სახლის ფასადს. ასევე, მოეწყო წერეთლის ქუჩაზე არსებული სკვერი,კულტურის სახლის ტერიტორიაზე სკეიდბორდის სავარჯიშო მოედანი და სკვერი. აღნიშნული პროგრამით განხორციელდა კინოს მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებიც.