ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზურაბ კუპატაძემ გამგეობის სამსახურების უფროსები დაასახელა. გამგებელმა სპეციალური შეხვედრა გამართა, სადაც თანამშრომლებს სამსახურის უფროსები წარუდგინა. მუნიციპალიტეტის პირველი პირის გადაწყვეტილებით არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ზედამხედველობის სამსახურს დავით მაჭავარიანი უხელმძღვანელებს, ინფრასტრუქტურის სამსახურს ლაშა გოცაძე, სოციალური სამსახურის უფროსი ვლადიმერ სამხარაძე იქნება, აუდიტის სამსახურის უფროსი მანუჩარ ცერცვაძე, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურს ბათუ ღვალაძე უხელმძღვანელებს, კულტურის, ახალგაზრდობასთან მუშაობისა და სპორტის სამსახურს გოგი ცეცქიშვილი. გამგებლის გადაწყვეტილებით ეკონომიკის სამსახურს გიორგი ბიწაძე ჩაიბარებს. დღეს დასახელებულ თანამდებობის პირებს შორის გიორგი ბიწაძე ერთადერთი ახალი კადრია. მას დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაქულტეტი – ბაკალავრის ხარისხი და ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტირების ფაკულტეტი – მაგისტრის ხარისხი. ამჟამად ,,კრედო ბანკის“ უფროსი სესხის ოფიცერის თანამდებობას იკავებს. გიორგი ბიწაძე ეკონომიკის სამსახურს უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ჩაიბარებს, მანამდე კი სამსახურის უფროსის მოვალეობას ზურაბ ბრეგვაძე შეასრულებს. რაც შეეხება საფინანსო და ადმინისტრაციულ სამსახურებებს, მათ ხელმძღვანელებს ზურაბ კუპატაძე ხვალ წარადგენს. გამგებელმა თანამდებობის პირებს წარმატებები უსურვა, სამსახურის უფრესების მოვალეობის შემსრულებლებს კი გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. დასახელებული თანამდებობის პირები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას 6 დეკემბრიდან შეუდგებიან
ჭიათურის გამგებელმა სამსახურების ახალი უფროსები დაასახელა
05/12/2016