ივლისში ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით სოციალურად დაუცველი ბავშვები პერევისის ბანაკში ათი დღით დაისვენებენ.
განცხადება ამის შესახებ ჭიათურის გამგებელმა ზურაბ კუპატაძემ დღეს გამართულ თათბირზე გააკეთა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის გამგებელმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული სამსახურის წარმომადგენლებს დავალებები მისცა.
ჭიათურელი სოციალურად დაუცველი ბავშვები პერევისის ბანაკში დაისვენებენ

16/06/2017