ჭიათურაში სიგულდას პარკის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. ჭიათურის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გივი მოდებაძემ ჭიათურაში სიგულდას პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან ერთად დაათვალიერა.
სიგულდას პარკის აღდგენა ითვალისწინებს შადრევანის განახლებას, არსებული ქვაფენილის აღდგენას, სკვერის ტერიტორიაზე ბალახის საფარის დაგებასა და ახალი ნარგავების დარგვას. სკვერში გათვალისწინებულ სამუშაოებს ჭიათურის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის სპეციალისტები ასრულებენ.
ჭიათურაში სიგულდას პარკი განახლდება
21/02/2019