ჭიათურაში საშობაო ალილო გაიმართა

07/01/2020

დღეს ჭიათურაში საშობაო ალილო გაიმართა. ალილოს მსვლელობა მღვიმევის მონასტრიდან და ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამრევლო სკოლიდან ერთდროულად დაიწყო. შობის მახარობლებმა ქალაქის ქუჩები შემოიარეს და მოსახლეობას მაცხოვრის შობა ახარეს. საშობაო მსვლელობას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე,მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე და ადგილობრივი ხელისუფლებისა სხვა წარმომადგენლები შეუერთდნენ. ისინი ალილოს მონაწილეებს ადმინისტრაციულ შენობასთან დახვდნენ და საშობაო ნობათი გადასცეს.

“დღეს მეც, ჩვენს თანაქალაქელებთან ერთად ვიმყოფები ალილოზე და ვიზიარებ ყველაზე დიდ სიხარულს-ქრისტეს შობას! ყველა მართლმადიდებელს ვულოცავ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს! ბედნიერება, მშვიდობა, სიკეთე და სიყვარული არ მოჰკლებოდეს თქვენს ოჯახებს! უფალი ფარავდეს სრულიად საქართველოს!”-განაცხადა გივი მოდებაძემ.

მსვლელობა ანდრია პირველწოდებულის სახელობის მშენებარე ტაძარში დასრულდა, სადაც სავედრებელი ლოცვა გაიმართა. ალილოზე მოგრობევული საჩუქრები შეჭირვებულ მოსახლეობას გადაეცემა. საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს. მისი აღნიშვნა 2000 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის კურთხევით აღდგა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0