ჭიათურის მუნიციპალიტეტში პროექტის ,,სასკოლო ოლიმპიადა“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე, პაატა ნადირაძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში, ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი, სულხან მახათაძე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. პროექტის ფარგლებში ჭიათურის მუნიციპალიტეტში არსებული საჯარო სკოლები ინტელექტუალურ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას. ასევე, მოეწყობა სპორტული და გასართობი ღონისძიებები. პროექტი ,,ჯორჯიან მანგანეზმა“ 50 ათასი ლარით დააფინანსა და გამარჯვებულ სკოლებს საჭიროებისამებრ შეუძენს ინვენტარს ან მოაწესრიგებს ინფრასტრუქტურას.
ჭიათურაში პროექტის ,,სასკოლო ოლიმპიადა“ პრეზენტაცია გაიმართა
08/03/2017