ჭიათურაში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს

09/07/2020

ქალაქის ტერიტორიაზე 3 მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. კერძოდ,მდინარე ყვირილას მარცხენა სანაპიროს სრული განახლება, აბაშიძის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა და ნიკოპოლის ქუჩაზე ტროტუარისა და ველობილიკის მოწყობა. სამივე პროექტის სამშენებლო პროცესი სრული დატვირთვით მიმდინარეობს. დღეს,ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა სულხან მახათაძემ მუნიციპალიტეტის სამსახურის ხელმძღვანელებთან და ტექნიკურ ზედამხედველთან ერთად პროექტების მონიტორინგი განახორციელეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამუშაოების შესრულების შესახებ ინფორმაცია მშენებლებისგან მიიღეს. უშუალოდ ობიექტებზე არსებულ ვითარებასა და პროექტების დასრულების ვადებს გაეცნენ. ჭიათურაში, ქალაქის ტერიტორიაზე სამივე ინფრასტრუქტურული პროექტის (მდინარე ყვირილას მარცხენა სანაპიროს მოწყობა, აბაშიძის ქუჩაზე საბავშვო ბაღის მშენებლობა და ნიკოპოლის ქუჩაზე ტროტუარისა და ველობილიკის მოწყობა) განსახორციელებლად ჯამში 1.5 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. პროექტებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ასრულებენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0