ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში ჭვანის ბაგა-ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.მიმდინარე სამუშაოებზე 117.000 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს ,,ჩვენი ხიდი”-მა შეასრულა. გამგეობის გადაწყვეტილებით ნაგებობის მეორე სართული ,რომელიც გამოუყენებელი იყო სრულად გარემონტდა, სადაც განთავსდა საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები, სამზარეულო და ადმინისტრაცია. დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის თანამედროვე სისტემა, შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ბაღში შეტანილია საჭირო ინვენტარი, ტექნიკა და საბავშვო ლიტერატურა. საბავშვო ბაღში 30-ამდე აღსაზრდელი იღებს სკოლამდელი აღზრდის განათლბლებას. დასაქმებულია 10 ადგილობრივი. ამ დროისათვის ჭვანაში ბაღის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ ებრალიძემ,პირველ მოადგილე ავთანდილ დიასამიძესთან და ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმღებ კომისიის წევრებთან ერთად დაათვალიერა. სულ მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში ბაგა-ბაღების რეაბილიტაციაზე 300 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
ჭვანაში ბაღის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
08/11/2016