ჭალოვანში გზების რეაბილიტაცია გრძელდება

22/09/2016

ჭალოვანის ადმინისტრაციულ ერთეულში საუბნო გზების რეაბილიტაცია გრძელდება. ამ ეტაპზე სოფელ ჭალოვანში სახნავ-სათესი სავარგულებისკენ მიმავალი გზის 200 მ მონაკვეთზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს.
პროექტი სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან 23 112 ლარით დაფინანსდა. უახლოეს ხანში აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულში, კონკრეტულად კი – ღოდორაში, ლიჩში, წმანსა და ხვანში საუბნო გზების ოთხ მონაკვეთზე რკინა-ბეტონის საფარი დაიგება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0