ჭალადიდში და პატარა ფოთში ხიდების მშენებლობა მიმდინარეობს

14/06/2016

ხობის მუნიციპალიტეტში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი შპს „საქართველოს მელიორაციის“ დაკვეთით ჭალადიდის და პატარა ფოთის ადმინისტრაციულ ერთეულებში მაგისტრალურ არხზე (8350 გრძივი მეტრი) ხიდების მოწყობა მიმდინარეობს, კერძოდ აშენდება 36 ახალი (მათ შორის: 7 მძიმე ტექნიკის, 20-საავტომობილო, 9-საფეხმავლო) და კაპიტალურად გარემონტდება 9 ხიდი.
სამუშაოების ჯამური ღირებულება 940 000 ლარს შეადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0