წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ტრადიციული, სახალხო დღესასწაული ,,შემოდგომის წყალტუბო” გაიმართა

04/11/2017

დღეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ტრადიციული, სახალხო დღესასწაული ,,შემოდგომის წყალტუბო” და რეგიონალური ფოლკლორული ფესტივალი “ფუძეობა ” გაიმართა.
ქალაქის ცენტრალურ ნაწილში სასტუმრო ,,პლაზასა’’ და სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა საინტერესო სანახაობა: იმერული ფაცხები, ხალხური რეწვის ნიმუშები, ხელნაკეთი ნივთები. ასევე, მოეწყო სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებების მარათონი. სახალხო დღესასწაულში იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის ფოლკლორული ანსამბლები და წყალტუბოსთან დამეგობრებული ქალაქის სალდუსის სახალხო ანსამბლი ,,BANDAVA’’ მონაწილეობდა.
ღონისძიებებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი და სხვა მოწვეული სტუმრები ესრწებოდნენ.
დღესვე, გაიმართა წყალტუბოს საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია. ღონისძიების დასკვნით ნაწილში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ცენტრის, პროექტის CHECK IN GEORGIA-ს მხარდაჭერით გრანდიოზული კონცერტი ჩატარდა და მაყურებლის წინაშე ნიაზ დიასამიძე და ჯგუფი ,,33ა“ წარდგა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0