წყალმომარაგება სამინისტროს მთავარ გამოწვევად და უპირველეს პრიორიტეტად რჩება

31/01/2019

უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგება რჩება ჩვენს მთავარ გამოწვევად და შესაბამისად, უპირველეს პრიორიტეტად – ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა სამინისტროს მიერ 2018 წელს განხორციელებული და 2019 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა.
ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ გასული წელი მნიშვნელოვანი იყო წყალმომარაგების სფეროში, ვინაიდან პირველად დაიწყო წყლის ინფრასტრუქტურის სრული ინვენტარიზაცია და შესწავლა მთელი ქვეყნის მასშტაბით, შესაბამისი საჭიროებების გამოვლენის მიზნით. პროცესი 2019 წელს დასრულდება და მნიშვნელოვნად გაამარტივებს წალმომარაგების პოლიტიკის, მათ შორის სატარიფო პოლიტიკის დაგეგმარებისა და პრიორიტეტების დასახვის პროცესს.
როგორც ვიცე-პრემიერმა 2018 წელს განხორციელებული სამუშაოების შეჯამებისას განაცხადა, გასულ წელს წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების სარეაბილიტაციო, სამშენებლო და გამრიცხველიანების სამუშაოებისთვის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ 153 მილიონი ლარის პროექტები განხორციელდა სხვადასხვა რეგიონში, რის შედეგადაც გაუმჯობესებული ხარისხის წყლით უზურნველყოფილი იქნა 50 000 ბენეფიციარი, მათ შორის ისეთ რეგიონებში, როგორიცაა სტეფანწმინდა, სადაც წლების განმავლობაში პრობლემური იყო წყალმომარაგება და ახალციხეში არსებული დევნილთა დასახლება, სადაც წლების განმავლობაში საუბნო ონკანებით სარგებლობდნენ.

“2018 წელს მასშტაბური პროექტები განახორციელა წყლის ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მუნიციპალური განვითარების ფონდმაც. დასრულდა 77 მილიონი ლარის ღირებულების წყლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტები, რის შედეგადაც დამატებით 100 000-მდე მოსახლეს გაუუმჯობესდა წყალმომარაგების ხარისხი და მიწოდების გრაფიკი“-აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0