წყალთაშუა-კაკასხიდის მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

05/07/2019

ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის ფარგლებში წყალთაშუა-კაკასხიდის 10 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის შესაბამისად, გათვალისწინებულია გზის სრული რეაბილიტაცია: დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება ხელოვნური ნაგებობები, მოეწყობა საგზაო ნიშნები და განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები. ამ დროისთვის, ასფალტ-ბეტონის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების ღირებულება 7 592 245 ლარია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0