წუხელ ფოთში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა და საცხოვრებელი სახლი დაიტბორა

28/09/2017

წუხელ ფოთში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა და საცხოვრებელი სახლი დაიტბორა. ადგილზე იმყოფებოდნენ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის სამსახურის წარმომადგელები.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ლევან ჩოჩიას განცხადებით, ქალაქში მოქმედი შვიდივე სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს, თუმცა უხვი ნალექის გამო წყალს გადინება უჭირს. პრობლემურ ადგილებზე მობილიზებულია მერიის შესაბამისი სამსახურები. ქალაქს ელექტროენერგია უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.
ძლიერი წვიმა გუშინ საღამოს საათებში დაიწყო და რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა.
ამ დროისთვის, ფოთში აღარ წვიმს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0