წუხელ დაბა ურეკში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიტბორა

28/09/2017

წუხელ დაბა ურეკში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიტბორა. წყალი შევიდა 2 ოჯახში წერეთლის და 4 ოჯახში მესხის ქუჩებზე. ადგილზე იმყოფებოდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ყაზაიშვილი და გამგეობის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გოჩა აბაშმაძე.
მობილიზებული იყო სასწრაფო და სამაშველო სამსახურები.
ურეკს ელექტროენერგია მიეწოდებოდა უწყვეტ რეჟიმში.
ძლიერ წვიმას სხვა სოფლებში პრობლემები არ შეუქმნია.
ზარალი უმნიშვნელოა.
გურიაში ძლიერი წვიმა გუშინ საღამოს საათებში დაიწყო და რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა.
ამ დროისთვის, ოზურგეთში აღარ წვიმს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0