სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გოგი გოგილაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ილია ხატიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თემურ ჯავაშვილმა ქალაქ წნორში აღმაშენებლის ქუჩის I შესახვევის გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერეს.
პროექტი, რომლის ღირებულებაც 37 843 ლარია, 300 მეტრის სიგრძეზე დაზიანებული ასფალტის საფარის და სანიაღვრეების მოწყობას ითვალისწინებს.
აღმაშენებლის ქუჩის გზის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და უახლოეს დღეებში დასრულდება.
წნორში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
24/11/2017