წნორი-სიღნაღის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

14/07/2016

სიღნაღი- წნორის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
ამ დროისთვის ქვაფენილის დაგება ხორციელდება, რის გამოც ავტომობილების გადაადგილება დროებით შეფერხებულია. შეზღუდვა, სავარაუდოდ, სამი კვირა გაგრძელდება.
რაც შეეხება ასფალტის საფარს, მისი დაგება თითქმის დასრულებულია და მხოლოდ მცირე მონაკვეთია დარჩენილი.
შეგახსენებთ, რომ პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და სიღნაღიდან წნორის მიმართულებით 5.6 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. პროექტი ქვაფენილის განახლებას, მიმღები ჭების გაკეთებას, ღია სანიაღვრეების მოწყობას და გზის მოასფალტებას ითვალისწინებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 25 ადამიანია დასაქმებული.პროექტი მაისში დაიწყო და სექტემბერში დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0