წნისში სახურავების რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება

05/07/2016

სოფელ წნისში, რვა და ოთხ ბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება.
პროექტის ფარგლებში დაზიანებული სახურავი ფერადი პროფილირებული თუნუქის ფურცლით გადაიხურა.
შეგახსენებთ, რომ სახურავები მთლიანად ამორტიზებული იყო და მას წლების განმავლობაში რეაბილიტაცია არ ჩატარებია.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება. სამუშაოებს კი შ.პ.ს „ნამი“ ასრულებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0