წმინდა ცეცხლს თელ-ავივიდან თბილისში 23:15 საათზე ჩამოაბრძანებენ. წმინდა ცეცხლს მომლოცველები საქართველოში ჩარტერული რეისით ჩამოიტანენ. წმინდა ცეცხლს აეროპორტში სხვადასხვა ტაძრების სასულიერო პირები და მრევლი დახვდება. წმინდა ცეცხლს აეროპორტიდან ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანებენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სააღდგომო ლიტურგიას აღავლენს.
წმინდა ცეცხლს თელ-ავივიდან თბილისში 23:15 საათზე ჩამოაბრძანებენ
30/04/2016