წლევანდელი დღესასწაული გასული წლისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება

30/09/2018

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა ბოლნისელებს და ღონისძიებაზე ჩასულ სტუმრებს სიტყვით მიმართა:

“მოგესალმებით პატივცემულო სტუმრებო, ძვირფასო ბოლნისელებო. დღეს ნამდვილად ამაღლებული განწყობაა ბოლნისში, ვინაიდან ისტორიულ მიწაზე და ქალაქში, რომელიც ზუსტად 200 წელს ითვლის, “ბოლნისქალაქობას“ ვზეიმობთ. წლევანდელი დღესასწაული გასული წლისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. წელს გადავწყვიტეთ ამ პატარა ქალაქს მთელი საქართველო წარმოედგინა და ღონისძიებებმა, რომელიც ჩატარდა ყველა კუთხის მუსიკალური კულტურა გააერთიანა. ამ სცენაზე ქართველებთან ერთად იდგნენ იტალიელი ხელოვანებიც , რომლებიც ავთენტურ მუსიკას ქმნიან და მომავალ თაობებს მემკვიდრეობად უტოვებენ. ჩვენთან ერთად დღევანდელ სიხარულს იზიარებენ, მეზობელი მუნიციპალიტეტები, რომლებსაც საკუთარი კუთხეები ჰქონდათ წარმოდგენილი, “ბოლნისქალაქობას“ ასევე ზეიმობენ ჩვენი აზერბაიჯანელი და სომეხი თანამოქალაქეები. ბოლნისი ყოველთვის გამოირჩეოდა მულტიეთნიკური მრავალფეროვნებით, რაც ვფიქრობთ, რომ ჩვენი სიმდიდრეა. წელსაც ვაგრძლებთ ბოლნისის საპატიო მოქალაქეების არჩევის ტრადიციას და 7 ღვაწლმოსილ ადამიანს მიენიჭა ეს დამსახურებული წოდება. მინდა თითოეულ მონაწილეს, რომელმაც დღევანდელი დღე შექმნა, გულითადი მადლობა გადავუხადო. ვფიქრობთ, დღევანდელ დღეს მიღებული შთაბეჭდილებები დიდხანს გაგყვებათ”.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0