წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას გზის რებილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

26/07/2019

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას საავტომობილო გზაზე 11 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. ამ დროისთვის, ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
გზა ძლიერ დაზიანებული იყო და არსებული ასფალტ-ბეტონის საფარი ფრაგმენტულად შემორჩენილი, ხოლო გზის დანარჩენი ნაწილი ხრეშოვანი, რაც გადაადგილებას აფრეხებდა.
პროექტის ფარგლებში, ხორციელდება გზის სრული რეაბილიტაცია. კერძოდ, იგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება ხელოვნური ნაგებობები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები და საგზაო ნიშნები, ასევე განხორციელდება გზის შემოფარგვლა და ჰორიზონტალური მონიშვნა.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას საავტომობილო გზით სარგებლობენ ადგილობრივი მაცხოვრებლები და დამსვენებლები. ამავდროულად, აღნიშნული გზის კეთილმოწობას, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით. პროექტი ორ მონაკვეთადაა დაყოფილი. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 7.3 მლნ. ლარია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0