წინ ბნელი პერსპექტივა და ძალიან საშიში პროცესები გველის

14/03/2016

ქვეყანაში არეულობის სიო ქრის, სიო, რომელიც ქარიშხალში უნდა გადაიზარდოს“, – აღნიშნული განცხადება prof-news-თან საუბრისას დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილმა მოადგილემ სანდრო ბრეგაძემ გააკეთა.

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, კრიმინალების გააქტიურება, სტუდენტების დაპირისპირება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიტუაციის დაძაბვა, შეტევა ეკლესიაზე – ამ პროცესებს, როგორც ბრეგაძე ამბობს, მართავენ ის ძალები, რომლებსაც შანსი არ აქვთ არჩევნების გზით ხელისუფლება შეცვალონ.

არ ჭირდება არანაირი გამოძიება იმას, თუ ვისი უჩინარი ხელი მართავს მთელს ამსაშინელებას. ვისი ხელი და იმის ხელი, ვისაც შანსი არ აქვს, რომ არჩევნების გზითხელისუფლებას შეცვლის და რევანშს განახორციელებს. 2016 წლის არჩევნები ბოლოშანსია პოლიტიკური რევანშისა, რევანშისა, რომელიც 9 წლიანი სისხლიანი რეჟიმისშემოქმედებმა უნდა განახორციელონ. მართვადი ქაოსის დანერგვა, ქაოსის,რომელიც უკრაინის ზღვისპირა ქალაქიდან იმართება. ამის შესახებ დიდი ხანიაგვაფრთხილებენ ჩვენი მეგობრები, ამის შესახებ ჩვენც დიდი ხანია ვაფრთხილებთსაზოგადოებას, მაგრამ სიტუაცია მაინც აქამდე მივიდა. ეშმაკის მანქანასაგაზაფხულოდ უკვე დაიქოქა, ეს დასაწყისია, პროცესები მეთოდურად უფრო დაუფრო გართულდება, გამწვავდება, აპოგეას კი არჩევნების წინ მიაღწევს.სამწუხაროდ წინ საკმაოდ ბნელ პერსპექტივას ვხედავ, ძალიან საშიშ პროცესებს.მერწმუნეთ, რომ მხოლოდ ქართულ საზოგადოებას, მის ერთიანობას შეუძლიამართვადი ქაოსის შეჩერება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენთან ახალ უკრაინასმივიღებთ, თავისი მაიდნით და შემდგომი პროცესებით“, – განაცხადა prof-news-თან საუბრისას ბრეგაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0