წინასაარჩევნო პროცესში კანონმდებლობის ფარგლებში ჩავერთვები

08/06/2016

წინასაარჩევნო პროცესში კანონმდებლობის ფარგლებში ჩავერთვები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა.
როგორც მან განმარტა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ადგილი არ აქვს და ამ კუთხით საკითხის გადამოწმების არაერთი მექანიზმი არსებობს. მინისტრის განმარტებით, ტყუილი ბრალდებები მისთვის მიუღებელია.

„კანონმდებლობა არის მთავარი. როგორც გუნდის წევრი ვარ აქტიური და ვიქნები აქტიური ამ მიმართულებით. არ ვიყენებთ არანაირ ადმინისტრაციულ რესურსს. ეს არის ძალიან მარტივი, საქართველოში არის შემუშავებული არაერთი მექანიზმი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, რომ აღნიშნული იყოს გადამოწმებული. აქედან გამომდინარე, ტყუილ ბრალდებებს არ და ვერ მივიღებთ და თუ ვინმეს კონკრეტული ფაქტი ექნება, ამაზე, რა თქმა უნდა, რეაგირება გვექნება“, – აღნიშნა ქუმსიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0