დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე წინამძღვრიანთკარში დევნილ ოჯახებს შეხვდნენ. კოლეჯის ყოფილი საერთო საცხოვრებლის კორპუსებში მცხოვრები დევნილები, წლებია, ფართების დაკანონებას ითხოვენ. დევნილთა სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, დაკანონების პროცედურები უახლოეს დღეებში დაიწყება, რის შემდგომაც, მთავრობის განკარგულებით, დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემათ.
წინამძღვრიანთკარში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ბინები დაუკანონდებათ.
11/09/2021